მისია
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
მისია
მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.
მისიის შესრულებისას უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს შემდეგი ხუთი პრინციპით:
პრინციპები:
- სწავლების, სწავლის, კვლევისა და მენეჯმენტის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების რეალიზება;
- სწავლებისა და კვლევებისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნის პროცესის ხელშეწყობა;
- მედიცინის დარგში ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სასწავლებლის როლის ზრდა;
- განათლებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა.
ღირებულებები
- მუდმივი ძალისხმევა ჩვენს აქტივობებში მაღალი ხარისხის მისაღწევად; (Systematic effort to achieve high quality in our activities)
- აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერება და აკადემიური თავისუფლებისა და თვითმმართველობის განვითარება. (Enheiremant of academic integrity and development of academic freedom and self-government)
- საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის პირველად (პირდაპირ) აქტივობებში – განათლებასა და კვლევაში გაძლიერებით; პასუხისმგებლობა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე.
ხედვა
დტსუ – პროფესიული და ფართო საზოგადოებისთვის მაღალი ნდობის ინსტიტუცია; ორიენტირებული საქმიანობის ხარისხის მუდმივ განვითარებაზე, რაც ეფუძნება დაბალ იერარქიულობას, მაღალ თანამშრომლობით ურთიერთობას და სტუდენტთა ძლიერ უფლებამოსილებას.
უნივერსიტეტის მიზნები
დტსუ-ის განმავითარებელი მიზნებია:
- კურსდამთავრებულები რომლებიც ცვლიან მსოფლიოს;
- კვლევა და განმავითარებელი საქმიანობა, რომელსაც მოაქვს სარგებელი გლობალურად და ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას;
- პაციენტთა და მათი მოვლის ხარისხზე გამიზნული ინოვაციური საქმიანობის სულისკვეთება, რომლის მეშვეობით ცოდნა ნახულობს გზას სამედიცინო საქმიანობაში და ემსახურება საზოგადოებას;
- ორგანიზაცია რომელიც შთააგონებს და აერთიანებს ადამიანებს.