აკადემიური კალენდარი
დტსუ-ში აკადემიურ წლად იანგარიშება პერიოდი ყოველი წლის პირველი სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. თითოეული აკადემიური წელი 2 სემესტრიანია: შემოდგომის და გაზაფხულის, მათ შორის ზამთრის და ზაფხულის არდადეგები. ორივე სემესტრში 20-20 კვირიანი სასწავლო პერიოდია. მათ შორის ასევე არის დაახლოებით ორკვირიანი პერიოდი გაცდენების აღდგენის, ზეპირი და წერითი გამოცდების გადაბარებისთვის. არდადეგები ზამთრის პერიოდში, ჩვეულებრივ, გრძელდება არანაკლებ 2 კვირისა და არანაკლებ ერთი თვისა, ზაფხულის პერიოდში. სწავლება მიმდინარეობს 6 დღე კვირაში, ჩვეულებრივ (საკონტაქტო საათისთვის) 9-დან 18 სთ-მდე.
უქმე დღეები:
31 დეკემბერი, 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი –შობის დღესასწაული;
აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
23 ნოემბერი – გიორგობის დღე.