2014 წლიდან დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში „სისტემაზე ორიენტირებული მედიკოსის პროგრამასთან ერთად დაინერგა „პრობლემაზე დაფუძნებული ელექტრონული მედიკოსის პროგრამა e-PBL“.
e-PBL ( ეპდს) პროგრამა ტემპუსის პროექტის „Establishment of the Supra-Regional Network of the National Centres in Medical Education, focused on PBL and Virtual Patients“ ფარგლებშია შემუშავებული.
პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 6 წელს და შედგება 376 კრედიტისგან.
სასწავლო წელი შედგემა ორი სემესტრისგან :
• შემოდგომის სემესტრი (20 კვირა)
• გაზაფხულის სემესტრი (20 კვირა).
სულ 40 სამუშაო კვირა ( 240 სამუშაო დღე )
წლის თითოეული 20 კვირიანი სემესტრის სასწავლო მოცულობა შეადგენს:
• I კურსზე 60 კრედიტი;
• II კურსზე 64 კრედიტი;
• III კურსზე 62 კრედიტი;
• IV კურსზე 67 კრედიტი;
• V კურსზე 63 კრედიტი;
• VI კურსზე 60 კრედიტი.
სწავლების 6 წლიანი პერიოდი მოიცავს 3 ეტაპს:
• I თეორიული (საბაზისო) მედიცინის კურსი (3 წელი);
• II კლინიკური მედიცინის კურსი (2 წელი);
• III ზოგადი სპეციალიზაციის კურსი (1 წელი);
სწავლება მიმდინარეობს კურაციული წესით.