29 დეკემბერს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ამავე უნივერსიტეტის რეაბილიტაციის, ორთოპედიული ქირურგიისა და სპორტული მედიცინის ინტერესის ჯგუფის (ROSSMIG) პირველი სამუშაო შეხვედრა შემდეგ თემაზე: „ზედა კიდურის ანატომია და პაციენტის ფიზიკური გამოკვლევა."
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა თანატოლთა საგანმანათლებლო სისტემის საფუძველზე, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისგან.
პირველ თეორიულ ნაწილში, მიმოხილული იყო ზედა კიდურის ძვალ-კუნთოვანი აპარატი და ინერვაცია, ხოლო მეორე ნახევარი დაეთმო პრაქტიკულ ნაწილს, რომელშიც სტუდენტებმა ზემო კიდურის გასინჯვისთვის საჭირო კლინიკური უნარ-ჩვევები და ზედა კიდურის დაზიანების შესაფასებელი მნიშვნელოვანი გამოკვლევები შეისწავლეს, როგორიცაა: ნეერის ტესტი, ჰოვკინსის ტესტი, ო'ბრაიენის ტესტი, იარგასონის ტესტი და ა.შ.
ღონისძიების პრაქტიკულ ნაწილს უძღვებოდა რეაბილიტაციის, ორთოპედიული ქირურგიისა და სპორტული მედიცინის ინტერესის ჯგუფის (ROSSMIG) დამფუძნებელი და პრეზიდენტი თამარ ღვინიანიძე, ხოლო თეორიულ ნაწილს, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ,ნატალი შულაია.