გამოსაშვები საღამო 2023 აგვისტო
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის გამოსაშვები საღამო გაიმართა რამოდენიმე დღის წინ.
სტუდენტებს სწავლის დამთავრება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის დეკანმა- ქ-ნ ნია ბრეგვაძემ, სასწავლო მეთოდური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ კილასონიამ.
ტრადიციულად, დაწესებულ ნომინაციაში, „საუკეთესო ლექტორი“ წელს კურსდამთავრებულთა რჩეული გახდა ნუცა გახოკიძე (სწავლების ბაზისური ნაწილი) და ლაშა გულბანი (სწავლების კლინიკური ნაწილი), რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატები და მათთვის შექმნილი გულსამაგრები. ვულოცავთ მათ ამ დამსახურებულ ჯილდოს.
2023 აკადემიური წლის საუკეთესო სტუდენტებად დასახელდნენ: ნიკოლოზ ქოჩიაშვილი და ფატემა ალი ასგერ რამპურავალა
სტუდენტებმა წარმოთქვეს/დადეს „ჰიპოკრატეს ფიცი“ დასტურად იმისა, რომ იზრუნებენ პაციენტის ჯანმრთელობასა და მათ სიცოცხლეზე.
უკვე რამდენიმე წელია დტსუ-ს ყველა კურსდამთავრებულს ღონისძიებაზე გადაეცათ ინდივიდუალურად მათთვის შექმნილი გულსაბნევები, ბ.ნ დავით ტვილდიანის ხელმოწერით.
ცერემონიალის დასასრულს კურსდამთავრებულთა მიერ შესრულდა ჰიმნი (Gaudeamus Igitur). ოფიციალური ნაწილი კი საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ვულოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე გადასვლას!
ვუსურვებთ გამარჯვებას, წინსვლასა და წარმატებას ყველაზე ჰუმანურ და საპასუხისმგებლო პროფესიაში, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე.