
დტსუ-ის წარმომადგენლების მონაწილეობა ORPHEUS 2026 საერთაშორისო კონფერენციაზე
2026 წლის 26–28 მაისს, ბუდაპეშტში, Semmelweis უნივერსიტეტის მასპინძლობით გაიმართა ORPHEUS 2026-ის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარი თემა იყო ინტერდისციპლინური პარტნიორობის როლი სადოქტორო განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს (დტსუ) კონფერენციაზე წარმოადგენდნენ დოქტორანტი ალექსანდრა ნადირაძე და სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იური მიგრიაული.
პოსტერულ სესიაზე დტსუ-მ წარადგინა Erasmus+ პროექტის ETHICS-ის ფარგლებში მომზადებული ნაშრომი – “The Forming (Reforming) Potential of Ethical Values of Georgian Academic Ecosystem”, რომელიც ეხება სამედიცინო განათლებაში ეთიკური ცოდნის, კვლევითი კეთილსინდისიერებისა და ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციების განვითარების ინსტიტუციური კულტურის ფორმირებას.
ნაშრომში წარმოდგენილი იყო დტსუ-ის მიერ პროექტ ETHICS-ის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს აკადემიური ეთიკის გაძლიერებას, კვლევითი კეთილსინდისიერების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების ხელშეწყობას.
კონფერენციაში მონაწილეობამ დტსუ-ის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა გაეზიარებინათ უნივერსიტეტის გამოცდილება, გაცნობოდნენ ევროპულ საუკეთესო პრაქტიკებს და გაეფართოებინათ საერთაშორისო პროფესიული და აკადემიური თანამშრომლობა სადოქტორო განათლების განვითარების მიმართულებით.



