
იური მიგრიაულის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
2026 წლის 29 აპრილს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის იური მიგრიაულის სადისერტაციო ნაშრომის: „პედიატრიულ პაციენტებში ჰოსპიტალურ მომსახურებასთან ასოცირებული Clostridioides difficile-თი გამოწვეული სინდრომის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით იდენტიფიცირება, ასოცირებული რისკები და კლინიკური შეფასება“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: გიორგი კამკამიძე (მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ); ვახტანგ მეუნარგია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ)
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: ილია ნადარეიშვილი (მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი); ნინა ჭანიშვილი (ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, გ. ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მიკრობული ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის გამგე); ელენე პაჭკორია (მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად სადისერტაციო საბჭომ იური მიგრიაულს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.



