
პირველკურსელთა რეგისტრაცია
გილოცავთ სტუდენტობას და ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!
დტსუ-ში რეგისტრაცია ჩატარდება 1-3 სექტემბერის ჩათვლით, 11:00-14:00 საათამდე (მის: ლუბლიანას ქ. 2/6)
რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (მხოლოდ ვაჟებისთვის);
4. 2 ცალი ფოტოსურათი (ზომა: 3×4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
18 წლამდე აბიტურიენტები:
· რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით;
· დამატებით უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობა;
· მშობელმა/წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირველი კურსის პირველი სემესტრის სწავლა დაიწყება 14 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
995 322 516898
registration@dtmu.edu.ge



