UEMS-ის შემოდგომის ყრილობა მალტაში
UEMS-ის შემოდგომის ყრილობა მალტაში
2023 წლის 20-21 ოქტომბერს გაიამართა UEMS-ის შემოდგომის ყრილობა მალტაში . ყრილობა წარმატებული იყო, რაც განპირობებული იყო 130-ზე მეტი მონაწილის გაერთიანებით, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ UEMS-ში.
საბჭოს მუშაობაში და სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობდნენ GAMS-ის პრეზიდენტი გიორგი ჩახავა და GAMS-ის წარმომადგენელი რადიოლოგიის საბჭოში ნიკოზ საინიშვილი
UEMS-ის გაფართოებული აღმასრულებელი არჩევნების შდეგად(რომელიც ჩატარდა შაბათს, 21 აპრილს მკაცრი შერჩევის პროცესისა და ეროვნული სამედიცინო ასოციაციების, UEMS-ის სრულუფლებიანი წევრების კოლექტიური მონაწილეობის შემდეგ) მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შემდეგი წარმომადგენლები შეასრულებენ თავიანთ შესაბამის როლებს მომავალი მანდატისთვის – 2024 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრამდე:
UEMS აღმასრულებელი კომიტეტი:
UEMS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ვასილიოს პაპალუა
UEMS-ის გენერალური მდივანი: ექიმი ჟოაო გრენჰო
UEMS-ის ხაზინადარი: ექიმი ოთმარ ჰასი
ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ოფიცერი (ყოფილი მეკავშირე-ოფიცერი) UEMS: ექიმი მარკ ჰერმანსი
UEMS-ის ვიცე-პრეზიდენტები, UEMS-ის გაფართოებული აღმასრულებელი კომიტეტის წევრები:
ექიმი ტომას კობო-კასტრო
ექიმი მეივ დურკანი
ექიმი ანდრეას პაპანდროუდისი
პროფესორი პაოლო რიჩი
ვულოცავთ UEMS-ის გაფართოებული აღმასრულებელი კომიტეტის ახალ წევრებს არჩევას. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ მათ ლიდერულ შესაძლბელობებში, იმედი გვაქვს, რომ გვექნება ორმხრივი ნაყოფიერი და მომგებიანი თანამშრომლობა საქართველოსა და მთელი რეგიონის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად კომპეტენციებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლებისა და კარგი სამედიცინო პრაქტიკის გავრცელების კუთხით.
საბჭოს ამ სესიაზე დამტკიცდა სამი ევროპული ტრენინგის მოთხოვნა:
UEMS 2023.37 ევროპული ტრენინგის მოთხოვნები სამედიცინო გენეტიკის სპეციალობაზე.
UEMS 2023.38 ევროპული სასწავლო მოთხოვნები ბირთვული მედიცინის სპეციალობისთვის.
UEMS 2023.39 ევროპული ტრენინგის მოთხოვნები ფსიქიატრიის სპეციალობაზე.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მასპინძელს, მალტის სამედიცინო ასოციაციას (MAM), განსაკუთრებული მხარდაჭერისა და სტუმართმოყვარეობისთვის, რამაც საშუალება მისცა UEMS საბჭოს შეხვედრების შეუფერხებლად ორგანიზება მალტაში Grand Hotel Excelsior-ში.
ვიმედოვნებთ, რომ ქართული დელეგაციის აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის წარდგენა მომავალი UEMS ყრილობის შესაძლო მასპინძელი-კანდიდატის როლში პოტენციუად წარმატებული იქნება და ჩვენი კოლეგების თავდადება, გამოცდილება და პასუხისმგებლობა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ჩვენი ორგანიზაციის მომავლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის CME/CPD სამედიცინო განათლების და საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკის გავრცელებას/იმპლემენტაციას საქართველოში.