კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო
2024 წლის 31 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
უნივერსიტეტში არსებული ტრადიციის თანახმად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი, რაც მსოფლიო მასშტაბით მაცხოვრებელ ექიმებს და სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს აერთიანებთ.
სტუდენტები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ სამადლობელი სიტყვით. და გაგვიზიარეს უნივერსიტეტში გატარებული წლების მანძილზე განვლილი ემოციები .
რექტორის მიერ, ტრადიციულად წელსაც დასახელდა დამამთავრებელი კურსის საუკეთესო სტუდენტი და აღნიშნული ნომინაცია – ანანო ჭაბაშვილს ერგო.
სტუდენტების მიერ დასახელდა საუკეთესო ლექტორი საბაზისო და კლინიკური კურსიდან.
საბაზისო კურსის საუკეთესო ლექტორი – ნუცა გახოკიძე, ხოლო კლინიკური კურსის საუკეთესო ლექტორი – ლაშა გულბანი. მათ გადაეცათ სერტიფიკატი და მათთვის შექმნილი გულსაბნევები.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ვუსურვებთ წინსვლას და საინტერესო გამოწვევებს ცხოვრების მანძილზე.