პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი 2024
პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი „კოგნიტური დარღვევების შესახებ”
5-8 სექტემბერს, თბილისი მერიოტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა „პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი კოგნიტური დარღვევების შესახებ საქართველოში“.
ამგვარი კონფერენცია პირველია ამიერკავკასიაში, ის ჩატარდა ევროპის ანესთეზიოლოგთა და ინტენსიური თერაპიის (ESAIC) და ნევროლოგთა აკადემიის (EAN) ეგიდით; აკრედიტებულია ევროპის სამედიცინო სპაციალობების გაერთიანებისა (UEMES) და უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ. მასალები გამოქვეყნდება ისეთ წამყვან ჟურნალში, როგორიცაა „Anesthesia & Analgesia“.
სიმპოზიუმზე გამოვლინდა სამი საუკეთესო აბსტრაქტის ავტორი და გადაეცათ ფულადი ჯილდო:
1. ნინო შიუკაშვილი
2. გუნჯან მაჰეშ პუნიერტი
3. გიორგი ნებულიშვილი
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ ექსპერტები ავსტრალიის, ამერიკისა და ევროპის კონტინენტის წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა სიდნის, ჰარვარდის, კორნელის, ვანდერბილთის, ლივერპულის, ბონისა და მაგდებურგის სამედიცინო, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სკოლის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანი საქართველოში აღნიშნული დარგის დანერგვა, უახლესი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციისა და თანამედროვე კვლევის შედეგების ქართული ბიო-სამედიცინო და ფსიქოლოგთა საზოგადოებისთვის გაზიარება, სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთთანამშრომლობითი კლინიკური და სამეცნიერო კავშირების ჩამოყალიბებაა.
იხილეთ რეპორტაჟი ბმულზე : https://1tv.ge/video/saertashoriso-samedicino-simpoziumi/