IX საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია. (SYSSA)
2 და 3 ივნისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) მიერ გაიმართა IX საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია. რომელიც ეხებოდა მედიცინის სფეროში გაუმჯობესებული დიაგნოსტირების, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მკურნალობის ხარისხის საკითხებს.
კონფერენციის მსვლელობისას ინტერაქციის რეჟიმში გაიმართა საინტერესო დისკუსია აქტუალურ საკითხებზე. მომხსენებლები იყვნენ სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები ბიოსამედიცინო და სამედიცინო სფეროდან, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოური უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ინტერესთა ჯგუფების, Surgical Interest Group of Aieti (SIGA)-სა და Gynecology Interest Group of Aieti (GIGA) ვორქშოფებსა და პოსტერ სესიას, სადაც კონფერენციაზე დამსწრე მონაწილეებმა, მულაჟების საშუალებით კლინიკური გამოკვლევის პრაქტიკებზე იმუშავეს.