ნეიროქირურგიის სიმპოზიუმი 2022
5-6 ნოემბერს, Walter E. Dandy Neurosurgical Club Georgia-ის ხელმძღვანელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ნეიროქირურგიის სიმპოზიუმი 2022 ჩატარდა.
წელს სიმპოზიუმის მხარდამჭერი გახლდათ არაერთი საგანმანათლებო დაწესებულება, მათ შორის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი!
სიმპოზიუმის ორგანიზებაში ჩართული იყო დტსუ-ს სამედიცინო სტუდენტები: ანანო ნებერიძე, ელენე ჯაფარიძე, მიხეილ ხარაძე, ნინო ფაილოძე, მოჰამედ ბაშირი, ანა კიკნაძე, ნუცა ნატროშვილი, ნავნიტა ჯაიაპრასადი და ლიზი კინწურაშვილი.
პროგრამა მოიცავდა არა მხოლოდ ნეიროქირურგიის, არამედ ნევროლოგიის, ნეირორადიოლოგიისა და სხვა მომიჯნავე სფეროებს. სიმპოზიუმს რეგიონული ქვეყნების გამოჩენილი ნეიროქირურგები და ნევროლოგებიც ეწვივნენ. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო 18 ქართველი და უცხოელი სპიკერი: პროფ. ზაალ კოკაია, პროფ. ალექსანდრე ცისკარიძე, პროფ. ნეჯათ აქალაი, პროფ. ფაჰრეტინ ქლეშთემური, პროფ. მეჰმედ თონგე და ა.შ.
საინტერესო სიახლე სიმპოზიუმის 2022 წლის პროგრამში გახლდათ პანელური დისკუსიები. ერთ-ერთი პანელური დისკუსია სამედიცინო განათლებასა და საქართველოში მის გამოწვევებს შეეხებოდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჩვენი დტსუ-ს ვიცე-დეკანმა: პაატა ცაგარეიშვილმა.
სიმპოზიუმზე ასევე ჩატარდა 6 სხვადასხვა ვორქშოფი სტუდენტებისთვის; მათ ქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ hands-on გამოცდილება ხერხემლის ქირურგიის, მიკროქირურგიის, ნეირო-მორფოლოგიის, ელექტროენცეფალოგრაფიისა და ელექტრომიოგრაფიის კუთხით.
სიმპოზიუმზე, პოსტერების სესიაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები. დავით ტვილდიანის უნივერსიტეტის მე-6 კურსის სტუდენტამ ნავნიტა ჯაიაპრასადმა წარმატებით წარადგინა საკუთარი სამეცნიერო ნაშრომი.
Walter E. Dandy Neurosurgical Society აშშ-ში 2011 წელს დაარსდა. მისი მიზანია შექმნას საერთო ფორუმი ნეიროქირურგებისთვის, რომელთა ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც ქირურგების, ასევე სტუდენტებისა თუ რეზიდენტების განათლებას.
„დენდი“-ს საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია 60-მდე ქვეყანაში ჩამოყალიბებული კლუბები.
ამ ქვეყნების რიცხვს საქართველო წელიწად-ნახევრის წინ შეურთდა.
აღსანიშნავია რომ „დენდი“ საქართველოს ლოკაურ კლუბში ჩვენს სტუდენტებს უჭირავთ მაღალი ადმინისტრაციული პოზიციები:
ვერა ნემსაძე – კლუბის პრეზიდენტი 2021 წ.
ანანო ნებიერიძე – კლუბის პრეზიდენტი 2022 წ.