2025-2026 სასწავლო წლის მობილობა
🎓დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
📌მობილობის მსურველთათვის გასაუბრება გაიმართება უნივერსიტეტის
დეკანთან.
🗓️8 სექტემბერი, 14:00 სთ (მის: ლუბლიანას 2/6)
📌გასაუბრება სავალდებულოა ყველა მობილობის მსურველისთვის.
📑გასაუბრებაზე წარსადგენი დოკუმენტები:
✅ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
✅ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი);
✅შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა;
✅უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.
🔵სტუდენტი, რომელიც 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მოიპოვებს, დტსუ-ში ჩარიცხვის უფლებას და წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპს, რეგისტრაციის მიზნით 13 სექტემბერს, 11:00-14:00 სთ-მდე უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში;
📑რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტები:
✅უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
✅ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი);
✅სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი;
✅სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟები);
✅პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
✅უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
✅სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
✅უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
✅ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია(CD-ზე).
️🔵დეტალური ინფორმაცია მობილობის ვადებისა და პროცედურის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://students.emis.ge/