
კლინიკიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი
ენდოჰაბის (კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია) ორგანიზებით და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ა/წ 7-8 ოქტომბერს, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ მსოფლიოში რეიტინგით N1 ჰოსპიტალის- მეიოს კლინიკის წამწვანი ექსპერტები, ასევე თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექიმები. ღონისძიებას ორი დღის განმავლობაში დაესწრო 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი.
ფორუმის ფარგლებში ქართველ და საერთაშორისო სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებს.
ღონისძიება მოიცავდა:
• კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს
• აქტიურ დისკუსიებს
• თანამედროვე მიდგომების განხილვას კლინიკური პრაქტიკისთვის.
ღონისძიების საორგანიზაციო აქტივობებში ჩართულნი იყვნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.





