
CSRL conference
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო
კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მედ. დოქტორმა ქეთევან ჯანაშიამ,
ფსიქოფიზიოლოგმა, ფსიქოლოგიის დოქტორანტმა ანა ჩიკვილაძემ და დტმუ-ს
დოქტორანტმა ა. რამიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ა. წ. 17-19 ოქტომბერს,
ლიონის უნივერსიტეტში, Centrale Lyon, SKYLAB Building on Centrale Lyon
Campus (ლიონი, საფრანგეთი) ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში, „8th
World Conference on Education and Teaching“.
კონგრესზე მათ მიერ წარმოდგენილი იყო თემატური პოსტერი, ცენტრალურ
სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევის შედეგებით:
- ქ. ჯანაშია, ა. ჩიკვილაძე, ა. რამიშვილი, კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ
ეგუებიან პირველი კურსის სამედიცინო სტუდენტები ახალ
საგანმანათლებლო გარემოს.





