
მდგრადი მომავლის წინსვლის მე-3 საერთაშორისო კონფერენცია (ICASF 2025)
2025 წლის 10-11 დეკემბერს, აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ჩატარდა მესამე საერთაშორისო კონფერენცია “Advancing Sustainable Futures“ (ICASF 2025), რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) პროფესორებმა ს. თაბაგარმა, თ. თალაკვაძემ, ნ. თაბაგარმა.
კონფერენციას შეიხ ნაჰაიან მაბარაკ აი ნაჰაანის (ტოლერანტობის და თანაარსებობის მინისტრი) პატრონაჟით მასპინძლობდა აბუ დაბის უნივერსიტეტი და ICASF 2025 საორგანიზაციო კომიტეტი. კონფერენციაში მონაწილეობდა დაახლოებით 800 დელეგატი 90 ქვეყნიდან.
წარდგენილი პრეზენტაციების და პლენარული დისკუსიის ფარგლებში ექსპეტები და აუდიტორია შეთანხმდა მომავლის უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების, მათი განხორციელების გზებისა და მრავალმხრივი საზოგადოებრივი სარგებლის მქონე რიგ აქტუალურ საკითხებზე.












