
„ჰორიზონტი 2022“-ის პროექტის „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნილატერალური ცერებრული დამბლის რეაბილიტაციის პროცესში“ შეხვედრა თბილისში
ამა წლის 22-23 იანვარს სასტუმრო “ჰილტონ გარდენ ინნ” (თბილისი) შედგა ჰორიზონ 2022-ის პროექტის „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნილატერალური ცერებრული დამბლის რეაბილიტაციის პროცესში“ გეგმიური კლინიკური შეხვედრა. შეხვედრა იყო ჰიბრიდული, მასში პირადად მონაწილეობდა პროექტის ყველა პარტნიორი-პიზას უნივერსიტეტიდან პროფ. ჯიუზეპინა სგანდურა და ჯიუზეპე პრინციპე, ლიოვენის უნივერსიტეტიდან პროფესორი ჰილდა ფეისი და დოქტორანტი ალექსია კალკაზა, დტსუ-პროფ. ნანა ტატიშვილი, ასოც.პროფესორი სოფიო ტატიშვილი, დოქტორანტი ანა ბედოშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ დტსუ ვიცე რექტორები პროფ. სერგო თაბაგარი, პროფ. გურამ სანადირაძე და პროექტის ფინანსური მენეჯერი ლუკა ბერიძე. ვირტუალურად ქვისლენდის უნივერსიტეტის პროფესორი როსლინ ბოიდი, პიზას უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი ელენა ბიანი და პიზას უნივერსიტეტის დოქტორანტები.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მიმდინარეობის პროცესი და მისი გამოწვევები. აღინიშნა სიძნელეები ხელოვნური ინტელექტის პროგრამის და შესაბამისი მოწყობილობის შექმნის პროცესში, რამაც შექმნა აუცილებლობა პროექტის გახანგრძლივების. შემუშავდა რეაბილიტაციური კოჰორტის შეფასების პროტოკოლი, დაზუსტდა პაციენტთა რაოდენობა და მათი კვლევის ხანგრძლივობა. დაიგეგმა მომავალი შეხვედრა 2026 წლის ივნისში პიზას უნივერსიტეტში.







