
ეთიკის საერთაშორისო პროექტის კონსორციუმის ტრენინგები სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების შესახებ
15-16 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის – „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიის განვითარების საკითხებს დაეთმო. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით ჩატარდა. აღნიშნულ შეხვედრაში, როგორც პროექტის წევრმა ინსტიტუციამ, აქტიური მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მიზანი იყო სამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და ევროპელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის ქართული და უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის მკვლევრები, მენეჯერები, კვლევის კეთილსინდისიერების საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, დოქტორანტები, ახალგაზრდა მეცნიერები და პროექტის გარე შემფასებელი.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჯგუფური მუშაობის ფორმატით და მოიცავდა პროექტის შედეგების გავრცელების პრაქტიკულ საკითხებს. მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდების გზებზე,
შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა შეაჯამეს მიღებული გამოცდილება, განიხილეს სამეცნიერო კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის მიმართ ნდობის განმტკიცებას.
პროექტის შესახებ
პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
პროექტის კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:
- ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი;
- ჩარლზის უნივერსიტეტი;
- მასარიკის უნივერსიტეტი;
- აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია.
ქართული უნივერსიტეტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
- შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.
არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;






