
ROMCON 2026 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2026 წელს ქალაქ პეჩში (უნგრეთი), 5-8 მარტს გაიმართა პეჩის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ROMCON 2026, რომელიც ყოველწლიურად ტარდება Romhányi György College for Advanced Studies-ის ორგანიზებით. აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები და გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო კვლევებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა: ნია ბენიძე, რუსუდან ოკინაშვილი, გიორგი ყიფშიძე, სანჩით დანდა და ტაკ კაშიშ, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ საერთაშორისო აკადემიურ გარემოში წარედგინათ საკუთარი კვლევითი ნაშრომები.
კონფერენციის ფარგლებში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნია ბენიძემ, რომელმაც წარადგინა სამეცნიერო პრეზენტაცია თემაზე: A Case Series of Kawasaki Disease with Preceding Infections. კვლევა შესრულდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტ თანაავტორებთან ლუკა ჭელიძესთან და ლუკა კვირტიასთან ერთად (სამეცნიერო ხელმძღვანელი – გვანცა ჯაჯანიძე, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს რევმატოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელი). მისი პრეზენტაცია წარადგინეს როგორც ერთერთი საუკეთესო მოხსენება.
კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა გაეცნოთ პეჩის უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოს. პროფესორ Andrea Tamas-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით მათ მოინახულეს უნივერსიტეტის სასწავლო სივრცეები და დაესწრნენ რამდენიმე საგანმანათლებლო აქტივობას. აღნიშნულმა შეხვედრამ ხელი შეუწყო აკადემიური კონტაქტების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტთა მხარდაჭერას და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობას საერთაშორისო დონეზე.



