
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდების წარმატება Sim Games 2026-ზე
2026 წლის 4–5 ივლისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური სიმულაციური შეჯიბრი Sim Games 2026, რომელშიც საქართველოს 5 უნივერსიტეტის შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
შეჯიბრი მოიცავდა ექვს სიმულაციურ სადგურს, სადაც მონაწილეები ფასდებოდნენ გადაუდებელი მედიცინის, ტრავმის მართვის, ტრიაჟის, გულის გაჩერებისა და არითმიების მართვის, ასევე გუნდური მუშაობისა და კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარებში. შეფასება მიმდინარეობდა საერთაშორისო BLS, ACLS და PHTLS კურსების სტანდარტიზებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (დტსუ) შეჯიბრზე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი და ორივემ წარმატებით იასპარეზა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი მოიპოვა დტსუ-ის გუნდმა „მედეა“ (სტუდენტები: მარიამ მხეიძე, ნინო ჭულუხაძე, საბა ახალაძე, გიორგი კაპანაძე, მენტორი – გრიგოლ როყვა), ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დტსუ-ის გუნდმა „აიეტი“ (სტუდენტები: გიორგი ბერიძე, გიორგი ელიაშვილი, კონსტანტინე გოგიაშვილი, ლუკა წუწუნავა; მენტორი – გიორგი კვიცინაძე).
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა და მათ მენტორებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
მადლობას ვუხდით ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ტურნირის შესანიშნავი ორგანიზაციისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მის ყველა მონაწილეს.



