შპს “დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” 2017 წლის 4 აგვისტოს სარეზიდენტო სარეზიდენტო პროგრამაში “საოჯახო მედიცინა” სპეციალობის მაძიებელთა მისაღებად გამოცხადდეს საჯარო კონკურსი.
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1) სარეზიდნტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა სპეციალობით ’’სამკურნალო საქმე’’ და მოპოვებული აქვს რეზიდენტურის მაძიებლის სტატუსი; ( შემდგომში მაძიებელი)
2) მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
2.1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამადასტურებელი დიპლომი და დიპლომის დანართი;
2.2. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა/სპეციალობის მაძიებლის სერთიფიკატი;
2.3. პირადობის/ქვეყნის რეზიდენტის მოწმობა;
2.4. 2 ფოტოსურათი ზომით 3ხ4;
3. კონკურსი ტარდება 3 ეტაპად:
3.1. კონკურსანტის საბუთების შეფასება;
3.2. ინგლისურენოვანი ტესტური გამოცდა სპეციალობაში;
3.3. გასაუბრება საკონკურსო კომისიის წევრებთან
4. საბოლოო გადაწყვეტილება მაძიებლის სარეზიდენტო პროგრამაში ჩარიცხვის თაობაზე მიიღება გასაუბრების შემდეგ.
კონკურსის ვადები:
1) საბუთების მიღება: 2017 წლის 4 სექტემბრიდან - 2017 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, კვირის გარდა, 11:00 სთ-იდან 16:00 სთ-მდე, შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” ( ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6, რეზიდენტურის დეპარტამენტი II სართულზე)
2) საბუთების განხილვა 2017 წლის 18 - 22 სექტემბერი;
3) ტესტური გამოცდა და გასაუბრება 2017 წლის 23 სექტემბერს 11:00 სთ-ზე;
4) პროგრამა დაიწყება 2017 წლის 2 ოქტომბრიდან;
5) კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2017 წლის 27 სექტემბერს, ოფიციალურად შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს ვებ გვერდზე: www.dtmu.edu.ge
საკონტაქტო პირები:
1) ნინო რიგიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის კოორდინატორი)
ტელ: 599 903 445; nini_rigishvili@yahoo.com
ელ.ფოსტა- residency@dtmu.edu.ge
2) ლიზა გოდერძიშვილი (რეზიდენტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
ტელ: 555 395 593; lizagoderdzishvili@gmail.com
3) მარიკა სუპატაშვილი ( პროგრამის დირექტორი)
ტელ: 599 995 899