შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას დიპლომირებული მედიკოსის ერთასაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის მსურველები გაივლიან გასაუბრებას დეკანთან. გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 12-13 სექტემბერს, 14:00 საათზე (მის.: ლუბლიანას 2/6; ელ.ფოსტა: registration@dtmu.edu.ge; ტელ: +995 322 51 68 98).
გასაუბრებაზე მოსვლა სავალდებულოა მობილობით გადმოსვლის მსურველი ყველა სტუდენტისთვის.
გასაუბრებაზე სტუდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
• ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი);
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა.
2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://emis.ge/umaghlesi_ganatleba/mobiloba/