2018 წლის წ. 20-21 ივნისს ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაში ,,ინტელექტუალური საკუთრება და განათლება“ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ პროფ. სერგო თაბაგარი - ვიცე-რექტორი სტრატეგიული მართვისა და განვითარების დარგში და პაატა ცაგარეიშვილი უმაღლესი სამედიცინო სკოლა აიეტის დეკანის მოადგილე სამედიცინო განათლების დარგში. კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ მიერ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (ისმო) თანამშრომლობით. კონფერენციაზე განიხილეს ინტელექტუალურ საკუთრების და მისი სწავლების მნიშვნელობის საკითხები, ასევე ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების სწავლების ძირითადი მეთოდოლოგიები სხვადასხვა საგანმანათლებლო ეტაპებზე.