2018 წლის 1 დეკემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე.
აბიტურიენტები შეხვდა დეკანის ასისტენტი ქლბ. ლელა ნადაშვილი. რომელმაც მათ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია გააცნო დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სწავლის სპეციფიკის, სამომავლო პერსპექტივების, გამოცდების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.
ამის შემდგომ აბიტურიენტებს უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თამარ რატიშვილი გაესაუბრა. მან სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და სტუდენტური ცხოვრებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.