2019 წლის 19 მაისს, აიეტის გინეკოლოგიის ინტერესთა ჯგუფმა (GIGA), იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციასთან (AIVA) ერთად “თუ სიცოცხლეც გწყურია”-ს კამპანიის ფარგლებში ჩაატარა აქტივობა, რომელიც ემსახურებოდა საშვილოსნოს ყელის კიბოზე ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში. აქტივობა ჩატარდა ლისის ტბაზე, სადაც დაიდგა საკომუნიკაციო სტენდი და დაინტერესებულ საზოგადოებას საჩუქრად გადაეცა წყლის ბოთლი ინფორმატიული ეტიკეტით, AIVA-სა და GIGA-ს მიერ შექმნილი ფლაერები ინფორმაციით საშვილოს ყელის კიბოსა და მისი პრევენციის გზებზე და ასევე პაციენტთა კავშირის და ENGAGE-ს კოლაბორაციით დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები.
DTMU სტუდენტებმა დაინტერესებულ საზოგადობას მიაწოდეს ინფორმაცია ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ), სშვილოსნოს ყელის კიბოსა და მისი პრევენციის გზების შესახებ. დღეისათვის, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნეებს შორის სიკვდილიანობის სიხშირით მესამე ადგილზეა და მისი თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია რუტინული სკრინინგის ჩატარება და HPV ვაქცინის გაკეთება.
აქტივობაში ჩართულები იყვნენ აიეტის გინეკოლოგიის ინტერესთა ჯგუფის (GIGA) და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის (AIVA) წევრები: ქეთი გვაზავა, მარიამ ჯაში, ანა მეტრეველი, გვანცა ქოჩიაშვილი, თამარ ჩომახიძე, მარიამ სვანაძე, მარიამ სილაგავა, მარიამ ხააძე, მარიამ ლობჟანიძე, ანა კახიძე, თათა რატიშვილი, ანა ჭანია, ალექსანდრე ასათიანი და ავთანდილ ქოჩიაშვილი.