1 ივლისს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის თამარ ავალიანის სადისერტაციო ნაშრომის: „მიელოპეროქსიდაზა გულის ქრონიკული უკმარისობით პაციენტებში: კავშირი ნუტრიციული სტატუსის, ანთების, გულის რემოდელირების მაჩვენებლებსა და დაავადების გამოსავალთან“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: სერგო თაბაგარი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი); თამარ თალაკვაძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი)
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: ალექსანდრე ალადაშვილი (მედიცინის დოქტორი, ჩიფიძის გულის ცენტრი, ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; კონსტანტინე ლილუაშვილი (მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი); თინათინ ზურაშვილი (მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი , დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად საკვალიფიკაციო საბჭომ თამარ ავალიანს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.