31 მარტს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ტრადიციული თეთრი ხალათების გადაცემის ცერემონიალი.
ღონისძიებაზე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტებს სწავლების კლინიკურ ნაწილზე გადასვლა მიულოცეს რექტორმა ბნ-მა ლევან ტვილდიანმა, დეკანმა ქლბ-მა ნია ბრეგვაძემ და პრორექტორმა ბნ-მა სერგო თაბაგარმა. სიტყვით გამოსვლის შემდგომ კი სტუდენტებს თეთრი ხალათები გადასცა უნივერსიტეტის დეკანმა. ცერემონიალის დასასრულს ტრიბუნა დაეთმო მესამე კურსის სტუდენტს თათა რატიშვილს.
წელს პირველად, მესამე კურსის სტუდენტებმა ცერემონიალის შემდგომ სპეციალურად მათთვის დამზადებულ ნახატზე დატოვეს ანაბეჭდები , რომელიც შემდეგ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გამოიფინება.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლას და პროფესიულ წინსვლას ვუსურვებთ.