15 ნოემბერს, დტმუ-ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის და საქართველოს სამედიცინო სტუდენტთა ასოციაციის ძალისხმევით ჩატარდა თემატური სესია პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ,რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის ინფორმირებულობა.სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს 7 სამედიცინო სკოლის 80 - მდე სამედიცინოს სტუდენტი.ღონისძიებაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ახალგაზრდა ონკოლოგი ანო გიორგაძე,რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია პანკრეასის კიბოს სიმპტომების და დიაგნოსტიკის შესახებ.
თამარ ესაკია, კლინიკური მედიცინის ცენტრის ონკოლოგი, რომელიც გვესაუბრა დაავადების და მისი მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ.
თეა შენგელაია, ჯანდაცვის გლობალური სპეციალისტი, რომელმაც გაგვაცნო დაავადების პრევენციის და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ ინფორმაცია.
ივანე აბიათარი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პანკრეასის კიბოს ბიოლოგიის ექსპერტი, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია პანკრეასის კიბოს კვლევის შესახებ, რაც მოიცავდა ინფორმაციას აღნიშნული დაავადების კიბოს და მეტასტაზების შესახებ, ასევე გვიზიარებდა პრობლემის გადაჭრის გზებს.
გასული წლის შეხვედრა დაიხურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის ონლაინ მიმართვით.