დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინო ქერაშვილი, ჩაირიცხა პალმეტოს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ნევროლოგიის რეზიდენტურაში.
2014-2015 წლებში, მან წარმატებით ჩააბარა აშშ-ს სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები USMLE და შემდგომ, კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით გაიარა როტაციები შინაგანი მედიცინისა და ნევროლოგიის განხრით, მიჩიგანის და სენტ-ლუისის საუნივერსიტეტო კლინიკებში.
ნინო, მაისის თვეში კვალიფიკაციის ასამაღლებლად პალმეტოს სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტში მიემგზავრება.
ვულოცავთ, ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას და წარმატებას!