2 ივნისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის ანა კვერნაძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ინფანტილური ეპილეფსიური სპაზმების სინდრომის ნეიროგანვითარებითი გამოსავლის პრედიქტორები“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნანა ტატიშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები: ნათელა ოკუჯავა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი); ლიანა ყანდარელი (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი); ბაკურ კოტეტიშვილი (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად სადისერტაციო საბჭომ ანა კვერნაძეს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.