27-31 აგვისტოს ქ. ბარსელონაში ევროპაში სამედიცინო განათლების ასოციაციის ეგიდით გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია AMEE 2016. მის მუშაობაში 3500 სხვა დელეგატთან ერთად მონაწილეობდა ქართველი წარმომადგენლებიც, მათ შორის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტიდან პროფ ს. თაბაგარი, პროფ. ნ. ბრეგვაძე-თაბაგარი და ასისტენტ პროფესორი ნ. ზავრაშვილი.
კონფერენციამ და მის ფარგლებში ჩატარებულმა გამოფენამ ასახა სამედიცინო განათლებაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხები და ტენდენციები: ახალი საგანამანათლებლო დიზაინები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ განათლებაში, სწავლების ინოვაციური ხერხები და საშუალებები, მათ შორის პედაგოგთა მომზადება/გადამზადებისთვის, სამედიცინო კურიკულუმის ახალი თემები, და სხვ.
ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედერაში - „Understanding the World Federation for Medical Education (WFME) Criteria for Recognizing Agencies that Accredit Medical Schools”, რომელიც ჩატარდა დევიდ გორდონის (WFME) ჯონ ნორსინის (აშშ) და მარტა ვან ზანტენის (აშშ) ხელმძღვანელობით.