2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა
შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ 2024-2025 სასწავლო წლის
შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას დიპლომირებული მედიკოსის
ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის მსურველები გაივლიან გასაუბრებას დეკანთან.
გასაუბრება ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბერს, 14:00 საათზე (მის.: ლუბლიანას 2/6;
ელ.ფოსტა: registration@dtmu.edu.ge; ტელ: +995 322 51 68 98).
გასაუბრებაზე მოსვლა სავალდებულოა მობილობით გადმოსვლის მსურველი ყველა
სტუდენტისთვის.
გასაუბრებაზე წარსადგენი დოკუმენტებია:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი);
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა;
- უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.
სტუდენტი, რომელიც 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
მოიპოვებს შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ ჩარიცხვის უფლებას
(https://students.emis.ge/) და წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპს, რეგისტრაციის
მიზნით 13 სექტემბერს, 11:00-დან 16:00 სთ-მდე უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში
(მის.: ლუბლიანას 2/6; ელ.ფოსტა: registration@dtmu.edu.ge; ტელ: +995 322 51 68 98).
რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტებია:
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშრებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ
ვაჟებისთვის); - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის სანოტარო წესით
დამოწმებული თარგმანი; - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი)
სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების
დოკუმენტი;
- ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადებისა და
პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://students.emis.ge/