
სამედიცინო ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეული
17–25 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც სამედიცინო ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეული (Medical Laboratory Professionals Week). ამ კვირეულის მიზანია ლაბორატორიული მედიცინის, როგორც პროფესიის, მნიშვნელობის ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის, ასევე — მომავალ სამედიცინო სპეციალისტებში ამ სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივება.
მეგალაბი-ლაბორატორიული მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია ამიერკავკასიაში — დაარსების პირველი დღიდანვე მჭიდრო სამეცნიერო და პრაქტიკულ კავშირში იმყოფება დტსუ-სთან. ორი ინსტიტუცია ერთობლივად ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და სამომავლოდ გეგმავს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას — სტუდენტების, დოქტორანტებისა და პროფესორ- მკვლევართა სამეცნიერო იდეების რეალიზაციის მიზნით.
ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულის აღსანიშნავად დაიგეგმა სტუდენტთა გაცნობითი ტურები თავდაპირველად იგეგმებოდა 2 (ორი) ტური — ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის. მსურველთა რაოდენობამ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რის გამოც ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება ტურების რაოდენობა გაეზარდათ და პროგრამაში დამატებითი დღეები ჩაენიშნათ.
სტუდენტები ვიზიტის ფარგლებში გაეცნენ: მეგალაბის ყველა ძირითად ლაბორატორიულ სერვისსა და განყოფილებას, თანამედროვე ანალიტიკური ტექნოლოგიებსა და ავტომატიზებულ პლატფორმებს, ლაბორატორიული გამოკვლევების სრულ ჯაჭვს — პრეანალიტიკური ეტაპიდან ანალიტიკური და პოსტანალიტიკური ეტაპების ჩათვლით, ხარისხის კონტროლისა და კლინიკური ინფორმატიკის თანამედროვე სისტემებს, მეგალაბის კვლევით საქმიანობასა და ამიერკავკასიაში მოქმედ ქსელს.
ვიზიტ-ტურები წარმატებით განხორციელდა. სტუდენტთა გამოხმაურება უკიდურესად დადებითი იყო — უკლებლივ ყველა მონაწილე განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ვიზიტის შინაარსითა და ორგანიზაციით.
სამედიცინო ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტ-ტურები წარმოადგენდა მეგალაბისა დტსუ-ს ეფექტური თანამშრომლობის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს. მსურველთა სიმრავლემ, ორგანიზების სიზუსტემ და მონაწილეთა მაღალმა კმაყოფილებამ ცხადყო, რომ ურთიერთობის ამგვარ ფორმატს ნამდვილად აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო ღირებულება.
პროექტის ავტორი: ლია კაციტაძე



