
ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა
შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“, დოქტორანტების მიღების მიზნით, 2025 წლის 28 ივლისს გამოცხადდეს ღია კონკურსი, 2025-2026 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შემდეგ სადოქტორო კვლევით განაცხადებებზე:
- „თირკმლის დაზიანების შეფასება ბიომარკერების გამოყენებით შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის დროს ბავშვთა ასაკში“ – ერთი ვაკანტური ადგილი
- „პირველადი ღია კუთხოვანი გლაუკომის სხვსდასხვა სტადიების მორფოფუნქციური მახასიათებლები“ – ერთი ვაკანტური ადგილი
- „პროგრამა ექიმი AI-ის გამოყენება პირველადი ჯანდაცვის სერვისების ოპტიმიზაციისთვის“ -ერთი ვაკანტური ადგილი
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 29 აგვისტოდან – 02 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი 0159, ლუბლიანას ქ. 13/ მ.ჭიაურელის 6, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“.
საკონტაქტო პირი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – მარიამ ვაჩნაძე. ტელ: 251-68- 98, 591 94 50 58; ფაქსი: 252 – 71-96; ელ-ფოსტა: phd@dtmu.edu.ge
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2025 წლის 04 სექტემბერს.
კონკურსი ჩატარდება 08 სექტემბერს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას, კონკურსანტთან გასაუბრებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2025 წლის 11 სექტემბერს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
- საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
- სააპლიკაციო ფორმა; ( დანართი 2)
- ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონულივერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება–მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები – თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა;
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა- მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია – ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა; - პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
- ფოტო 3X4 2 ცალი;
- უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთში მიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენეტები);
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
- ორი რეკომენდაცია-დახასიათება; ( დანართი 3)
თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
- ერთი რეკომენდაცია-დახასიათება ააპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით;
- მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასქმებული: - ორივე რეკომენდაცია – დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
- სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე;
- სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურვებ-გვერდზეwww.dtmu.ge.