
ღია საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
გამოცხადდა ღია, საჯარო კონკურსი აკადემიური თანამდებობებისთვის!
შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2025 წლის 01 აგვისტოდან.
🔹 ვაკანსიები გამოცხადებულია საბაზისო და კლინიკური მედიცინის, ასევე სოციალურ და ქცევით მეცნიერებათა მიმართულებებში
🔹 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს შესაბამისი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებით
🔹 ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე სავალდებულოა
🔹 კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 14, 15 და 16 ოქტომბერს
🔹 შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 24 ოქტომბერი
საბუთების მიღების ვადები:
01 სექტემბერი – 01 ოქტომბერი
მისამართი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. 2/6
ყოველდღე (შაბათის გარდა) 11:00–17:00, შაბათს: 11:00–15:00
office@dtmu.edu.ge | ☎ 251-68-98
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია დადგენილი ფორმით (CV, განაცხადი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სერტიფიკატები და სხვა).
გისურვებთ წარმატებებს! 🎓