
კონკურსი ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე
შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“, 2026 წლის 12 მაისს გამოცხადდეს კონკურსი, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტების მიღების მიზნით, 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის, შემდეგ სადოქტორო კვლევით განაცხადზე:
1. „სამედიცინო მომსახურების სრულყოფილი უტილიზაციის ბარიერები საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში“ – ერთი ვაკანტური ადგილი
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 15-17 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ. 13/ მ.ჭიაურელის 6, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“.
საკონტაქტო პირი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ვაჩნაძე. ტელ: 251-68- 98, 591 94 50 58, ფაქსი: 252 – 71-96 ელ-ფოსტა: phd@dtmu.edu.ge
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2026 წლის 19 ივნისს
კონკურსი ჩატარდება 23 ივნისს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას, კონკურსანტთან გასაუბრებას.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
2. სააპლიკაციო ფორმა;( დანართი 2)
3. ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონულივერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება–მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები – თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა –მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია – ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთში მიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაშ იდაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენეტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება( დანართი 3)
თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება ააპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით ;
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასქმებული:
• ორივე რეკომენდაცია – დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);”
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2026 წლის 30 ივნისს.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურვებ-გვერდზე www.dtmu.ge.



